რუსთავში კოვიდ19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

2020-12-23 10:06:24

რუსთავში კორონავირუსს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილს შორის ერთ-ერთი მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში მკრუნალობის დროს მძიმე იყო, ხოლო მეორე გარდაცვლილი ქალია. ორივე მათგანი 80 წლამდე იყო.

ინფიცირებულები მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში მოყწობილ კოვიდმიმღებ ცენტრში გადიოდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ, განუცხადა ორივე ინფიცირებულს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მესამე გარდაცვლილი 80 წლის ქალია და ის მკურნალობას კლინიკა "რუსთავის" კოვიდმიმღებ ცენტრში გადიოდა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ქალი კლინიკაში 10 დეკემბერს მოათავსეს და მას კოვიდ19-თან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები