მაგთიკომი აბონენტებს მიმართავს

2020-12-22 14:37:38

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს.

"მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება.

მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის"-წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.