მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 24 დეკემბერს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოსახლეობისთვის ნაწილობრივ შემსუბუქდება.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება
ქვეყნის მასშტაბით:
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა
16 იანვარი - 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას
საბანკო და საფინანსო საქმიანობას
სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას
დელივერსა და გატანის სერვისებს
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს
აგრარული ბაზრობის მუშაობას და ა.შ.
ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს 31 დეკემბრისა და ასევე 6 იანვრის ღამეს.
ცნობისთვის, შესაძლოა შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს.