კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა

2020-12-22 11:03:35

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 740 პაციენტი.

22 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 21 2526 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 188 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 182 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 191, იმერეთი - 497, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 244, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264, კახეთი - 196, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 787, აჭარაში - 692, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 534, აჭარაში - 123, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 37, იმერეთში - 62. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 747 - აჭარაში, 110 - იმერეთში. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 137, ხოლო იმერეთში - 6.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 799 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 651 პირი, აჭარაში - 4 766, იმერეთში - 5 570“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.