22 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-12-21 17:50:04

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 დეკემბერს 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის ქუცებზე, მე-18 მიკრორაიონში, ხოლო 12:00-დან 16:00 საათამდე - კოსტავას, კონსტიტუციის, ფიროსმანის, ბარათაშვილის, 9 მაისის, დუმბაძის, რუსთაველის, მშენებელთა, ბოსტანქალაქის, გომელაურის, სპორტის, ბათუმის, წერეთლის, ნიკოლაძის, დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, ბალანჩივაძის, სააკაძის, ჭავჭავაძის, 9 მაისის, მეტალურგების, გაგარინის, ქაშაკაშვილის, სარაჯიშვილის ქუჩებზე, მარის არხის I დასახლებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.