აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ავარიას ადგილზე ემსხვერპლა 30 წლამდე მამაკაცი, ხოლო 28 წლის ქალი, რომელიც 30 კვირის ორსული იყო, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ავარიის დროს დაშავდა მესამე პიროვნებაც, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა.