იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. [ვიდეო/video]
ინფორმაციიას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათ ბრალად ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების საათებისა და ძვრიფასი სამკაულების მოპარვა ედებათ.
იტალიური პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, რომელიც თითქმის 2 თვე გრძელდებოდა, დადგინდა რომ 12 ოქტომბერს ქართველებმა სხვადასხვა ძვირფასეულობის მაღაზიაში ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს.
2 თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: 1992 წლის 11 მაისს დაბადებული ა.დ, 1992 წლის 26 ივლისს დაბადებული თ.ი, 1989 წლის 11 დეკემბერს დაბადებული კ.ს, 1977 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ტ.კ, 1982 წლის 9 ივლისს დაბადებული ე.ს და 1997 წლის 8 იანვარს დაბადებული თ.ნ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ქართველები დაკავშირებულები არიან იტალიის სხვადასხვა რეგიონში მომხდარ ქურდობებთან.