სად და რაში დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტი.

2016-11-17 17:28:15

2017 წლის ქალაქის საწყისი ბიუჯეტი 36 000 000 ლარით განისაზღვრა. ქალაქის მერის განმარტებით ძირითადად თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საკითხების განხორციელებაზე გადანაწილდება. დავით ჯიქიას ვარაუდით შესაძლოა ბიუჯეტის გაზრდა ეტაპობრივად კიდევ 10 000 000 ლარით მოხდეს. ასევე იგეგმება გარკვეული პროექტების დაფინანსება „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“. ფონდში 12 621 892 ლარის ღირებულების პროექტები უკვე გადაგზავნილია.

 


ქალაქის ბიუჯეტი ძირითადად შემდეგი მიმართულებით დაიხარჯება:

ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 13 500 000

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა 6 100 000

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 5 840 000

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2 800 000

შრომის ანაზღაურება 4 364 000