საბერძნეთში, ათენში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ფაქტს ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
"ინფო რუსთავის " ინფორმაციით გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია და ის ათენში სამუშაოდ იმყოფებოდა.
სამინისტროს ცნობით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.