თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი მანქანაში იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.