თურქეთში, ღაზიანთეპის პროვინციაში კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანკოს უნივერსიტეტის ჰოსპიტალში ხანძრის გაჩენის მიზეზი ჟანგბადის მოწყობილობა გახდა.
ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში, სადაც 19 ინფიცირებული მკურნალობდა, ჟანგბადის მოწყობილობა აფეთქდა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 11 დაშავებული სამკურნალოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.