თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც 1 თვის წინ, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 66 წლის ქალის ცხედართან ერთად ამ ხნის განმავლობაში მისი 2 შვილი ცხოვრობდა.
პოლიციაში ერთ-ერთმა მეზობელმა მას შემდეგ დარეკა, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა უთხრა, რომ დედამისი გარდაიცვალა, თუმცა არ დაუკრძალავთ.
როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.