კანონი მარიხუანას შესახებ შედარებით ლიბერალური ხდება

2017-06-17 13:14:19

გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო პროექტი, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. კანონპროექტით მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება იცვლება. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. ცვლილებები შედის ასევე „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა.