კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-12-18 19:03:02

რუსთავში, გასულ 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან 76 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პოლიკლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 174 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 70-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირების 6 შემთხვევა კი გადამოწმების მიზნით, ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PCR ტესტით გამოვლინდა.

5 პაციენტიდან 3-ს დაუდასტურდა კორონავირუსი კლინიკა “რუსთავში”. ამავე კლინიკაშიც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირებები ჩატარდა.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკაში ერთი პაციენტი შემოწმდა.