19 დეკემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-12-18 17:31:04

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

19 დეკემბერს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში, გარეჯის, სააკაძის, მშვიდობის, მშენებელთა, გაგარინის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.