საბერძნეთის პოლიციამ 8 ქართველი დააკავა (ფოტოები)

2017-06-17 12:55:51

საბერძნეთში 8 ქართველი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.  დაკავებულებს შორის 7 საქართველოს, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა. 5 მამაკაცსა და 3 ქალს ბრალად სახლებისა და მაღაზიების ძარცვა, მკვლელობის მცდელობა, უკანონოდ იარაღის ტარება, ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელება, დანაშაულებრივი ფორმირების შექმნა და სხვა დანაშაულებები ედებათ. დაკავებულების ფოტოებს, ათენის პოლიციაზე დაყრდნობით, ბერძნული მედია აქვეყნებს.

დაკავებულები: ამირან ახალაძე, გოგი სვანიძე, თამარ ახალაძე, ნათელა ფხაკაძე, გულნაზი გოგოლაძე, მირიან ჩიქოვანი, ხვიჩა ონიანი, ლაშა ცხვედიანი