რუსთავში, მერიის წინ მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო.
შესაბამისი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან მიმდინარეობს.
რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები მოედანზე საახალწლო განათებებსაც ამონტაჟებენ.
პარალელურ რეჟიმში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟის სამუშაოებიც მიმდინარეობს.
როდის განათდება მთავარი ნაძვის ხე და როდის ჩაირთვება საახალწოლო განათებები უცნობია.