მეცნიერების კვლევა კოვიდ19-ზე

2020-12-17 14:47:28

ახალი კორონავირუსი (COVID19) დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის 10-ჯერ უფრო მკვლელია ვიდრე სხვა დანარჩენებისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Sciencemag-ი ავრცელებს.

კოვიდ19-ით დაავადების მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს შორისაა დიაბეტით დაავადებულები, თუმცა მათზე მაღალი რისკ ჯგუფში არიან დაუნის სინდრომის მქონე პირები.

გაერთიანებულ სამეფოში ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ დაუნის სინდრომის მქონე პირები კორონავირუსით დაინფიცირდებიან, 5-ჯერ მეტია რისკი, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ და 10-ჯერ მეტია რისკი, რომ ამ ინფექციას ემსხვერპლონ.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ეს იმუნურ პათოლოგიასთანაა დაკავშირებული, რადგან დაუნის სინდრომის მქონე პირებში 21-ე წყვილ ქრომოსომაში სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მათ 2-ის მაგივრად 3 ქრომოსომა აქვთ, რაც ასეთ პირებს უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, რომ კოვიდ19 მძიმე ფორმაში განუვითარდეთ.

"ეს არის ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა, რომელსაც შეიძლება დამცავი პოლიტიკის შემუშავება დასჭიდეს",- განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კლინიკურმა ეპიდემიოლოგმა და კვლევის უფროსმა ავტორმა, ჯულია ჰიპისლი-კოქსმა.

სწორედ ამიტომ 2 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებს კოვიდ19-ის დაჩქარებული ვაქცინაცია ჩაუტარდეთ.

რისკის ფაქტორი კიდევ უფრო იზრდება 40 წელს გადაცილებულ დაუნის სინდრომის მქონე პირებში. მათი კორონავირუსით დაინფიცირების შეთხვევაში სიკვდილიანობის რისკი 51%-ით იზრდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები