ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულია მოზარდი და მისი მშობლები.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.