ეპიდვითარება რუსთავში

2020-12-16 18:58:25

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა მათგანი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 193 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 69-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ხოლო 1 პირს ვირუსი ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PRC ტესტებით დაუდგინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები