გაიხსნება თუ არა სამთო-სათხილამურო კურორტები

2020-12-16 13:48:22

საახალწლოდ სამთო-სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მუშაობა აკრძალული აქვს დიდ და პატარა ზომის ყველა სასტუმროს. დაკეტილია საბაგიროებიც.

მინისტრის თქმით, მთავრობა კონტროლს ვერ გაუწევს შემთხვევებს, როდესაც პირები სამთო-სათხილამურო კურორტებზე საკუთარ კოტეჯებს ან ბინას აქირავებენ.

"სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია საქმიანობა არამხოლოდ დიდი ზომის სასტუმროების, არამედ ნებისმიერი ზომის სასტუმროების და ეს მნიშვნელოვანია. გარდა ამის ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ის დამსვენებლები, რომლებიც სათხილამუროდ ადიოდნენ ამ პერიოდში არ ავა.

რაც შეეხება კერძო სახლებსა და კერძო ბინების გაქირავებას, ან საკუთარ სახლში თუ ვინმე ავა, ამის გაკონტროლება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მაგრამ, ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ პასუხიმგებლობით მოეკიდოს ამ პერიოდს. ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან პანდემიისა და ვირუსის შედეგად, რადგან ეს არის ძალიამ მძიმე დაავადება",- განაცხადა ნათია თურნავამ.