დახმარება რუსთაველებისთვის [photo]

2020-12-16 12:57:32

რუსთავში 8000-მდე ოჯახისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.

სასურსათე კალათების დარიგებაში მონაწილეობა ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს წევრებმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ, მიიღეს. მათ სურსათი ოჯახებს პირადად მიუტანეს.

"რამდენიმე დღის წინ ბიზნესთან ერთად დავიწყეთ ქალაქში იმ ადამიანების დახმარება, ვინც კოვიდმა განსაკუთრებით დააზარალა. დღეს ჩვენ რუსთავის მერიასთან ერთად ვაგრძელებთ დახმარებას. მე, როგორც მოხალისე, ჩართული ვარ დღევანდელ აქციაში. მივუტან პროდუქტებს გარკვეულ ჯგუფებს. მიხარია, რომ რუსთავში ყველა გავერთიანდით, რომ რაც შეიძლება მარტივად გადავიტანოთ შეზღუდვების პერიოდი და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დახმარებას მიიღებენ: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიან ოჯახები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები, მარტოხელა მოხუცები, ოჯახები, სადაც არიან I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ვეტერანები.

"სოციალური ბაზიდან მოხდა იმ ჯგუფების არჩევა, რომლებსაც გარკვეულწილად აღმოვუჩენთ დახმარებას. რუსთავის მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ გარკვეული კატეგორიების ოჯახებს დაეხმაროს. მუნიციპალიტეტმა გამოყო თანხა და ამ თანხის სასურსათო კალათებს პირადად დავურიგებთ მოქალაქეებს",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

სურსათით დახმარების კამპანიის პირველ ეტაპს,  რუსთავის მერია კვირის ბოლომდე დაასრულებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები