Twitter-მა შესაძლოა ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის პერსონალური ექაუნთი დაბლოკოს.
ინფორმაციას გამოცემა independent ავრცელებს.
იმ შემთხვევაში, თუ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი Twitter-ზე არჩევნებთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიების შემცველ პოსტებს კიდევ განათავსებს, ის დაიბლოკება.
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Twitter-ზე, ძალიან აქტიურია. მას მხოლოდ Twitter-ზე 88,6 მილიონი გამომწერი ჰყავს. ის ხშირად წერს სოციალურ ქსელებში ამერიკაში ჩატარებულ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და აცხადებს, რომ არჩევნები გაუყალბეს.