რუსთავში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გარდაცვლილი 83 წლის ქალია, რომელიც მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ქალი კოვიდ19-ის დიაგნოზით კლინიკაში 11 დეკემბერს შეიყვანეს.
ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.