კაცი სანადირო თოფით მოკლეს

2020-12-15 20:14:52

ქობულეთში, სადგურის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 წლამდე მამაკაცს სანადირო თოფით ესროლეს.

დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.