კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-12-15 19:23:21

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათგან 79 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 182 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 72-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ხოლო 7 პირს ვირუსი ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PRC ტესტებით დაუდგინდა.

11 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში". 10 პაციენტს კოვიდ19 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით გამოუვლინდა, ხოლო დანარჩენ 1 პაციენტის ვირუსი PCR ტესტით დაუდგინდათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები