ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-12-16 00:09:18

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და რკინის ჯებირს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურიც.