ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო 3 დაშავდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.