აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დასრულდა [video]

2020-12-15 18:12:09

აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დასრულდა. [ვიდეო/video]

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მძიმე სპეცტექნიკით 15-მდე მშენებარე სახლის დემონტაჟი მოახდინა.

თბილისი მერიის განცხადებით, აფრიკის დასახლებაში კორნელი სვანაძის ქუჩაზე ინპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ იყო, შესაბამისად ისინი უკანონოდ ააშენეს.

სახლების ნგრევას მეპატრონეებისა და ადგილობრივების პროტესტი მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო ათობით სამართალდამცავი.

პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც შსს-მ 8 ადამიანი დააკავა.

თბილისის მერის, კახი კალაძის, განცხადებით, სახლებში, რომლებიც სპეცტექნიკის დახმარებით დაანგრიეს, არავინ არ ცხოვრობდა და ეს სახელმწიფო ქონების უკანონოდ მიტაცების მცდელობა იყო, რომლის უკანაც კონკრეტული ჯგუფები იდგნენ.

ერთ-ერთი დანგრეული სახლის მეპატრონემ კი "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ მას სხვა საცხოვრებელი სახლი არაა აქვს და ღია ცის ქვეშ უსახლკაროდ დარჩა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები