თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
„დაღუპულები ავტომობილში იმყოფებოდნენ, რომელიც წყლის ნაკადმა წაიღო. სამი მგზავრი მანქანიდან გადმოხტა და თავს უშველა. ორმა კი ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა“ - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომლებიც რამდენიმე დღეა არ წყდება. სტიქიამ დაანგრია სახლები, დააზიანა ავტომობილები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.