რუსთავში 8000-მდე ოჯახი ქალაქის მერიისგან სასურსათო დახმარებას მიიღებს.
სურსათს მოსახლეობას ქალაქის მერის მოადგილე, კახა გურული, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რუსთაველი მოხალისები დაურიგებენ.
"განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს რუსთავის მერია პანდემიით გამოწვეულ მძიმე პერიოდში ეხმარება. მერიის ბიუჯეტიდან შევიძინეთ 10 დასახელების პროდუქტი, რომელსაც გადავცემთ 6 კატეგორიის მქონე ოჯახები. ესენი გახლავთ: მარტოხელა მოხუცები, რომლებიც სარგებლობენ 65 000-დან ზემოთ სარეიტინგო ქულით, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი და მეორე ჯგუფის პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, მარჩენალდაკარგული ობოლი ბავშვები, ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი.
ჯამში 8000-მდე ოჯახი მიიღებს დახმარებას. ამ ეტაპისთვის გვაქვს ეს შესაძლებლობა და არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში სხვა კატეგორიებიც დაემატოს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მერის მოადგილემ კახა გურულმა.