"გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად დაგვეხმარეთ"

2020-12-15 01:46:12

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ძალიან გვიჭირს ერთი და იგივე თემაზე ამდენი საუბარი და საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობის კიდევ უფრო გაუარესება. სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე. მედ-პერსონალის რაოდენობა განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს. გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში. ანაზღაურების და გრაფიკის პირობების დასაზუსტებლად მოგვწერეთ პირადში".

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეტყობინება საავადმყოფოს ფეისბუქ გვერდზე გააგზავნონ.