კორონავირუსის ახალი სახეობა გამოჩნდა

2020-12-14 21:28:33

ინგლისში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურმა გამოცემამ BBC-მ გაავრცელა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა მდივნის, მეთ ჰენკონის, თქმით, 60-მდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევები.

მისი განცხადებით, კოვიდის ახალი სახეობის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობეს, ინგლისელმა მეცნიერებმა კი ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოკვლევა დაიწყეს.

"ჩვენ ამ ვირუსის 1000 შემთხვევის იდენტიფიცირება შევძელით, უმეტესად ინგლისის სამხრეთ ნაწილში. შემთხვევები გამოვლენილია 60 სხვადასხვა თვითმმართველ მხარეში",- განაცხადა ინგლისის ჯანდაცვის მდივანმა თემთა პალატაში პარლამენტის წევრებთან წარდგენისას.

ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტის ალან მაკანელის განცხადებით, იგლისის ლაბორატორიებში კოვიდის ახალი სახეობის შემთხვევები გასულ კვირას გამოვლინდა.

კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაშიც და ის უფრო სწრაფად ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი შემთხვევების მატებაც სწორედ ახალი ვირუსის გამო ხდება.

ინგლისის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი შტამი 70%-ით მეტად გადამდებია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები