კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-12-14 18:36:45

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 103 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათგან 84 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 199 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 84-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

15 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში". 11 პაციენტს კოვიდ19 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით გამოუვლინდა, ხოლო დანარჩენ 4 პაციენტის ვირუსი PCR ტესტით დაუდგინდათ.

1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები