რუსთავში, თოდრიას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და გლოვოს კურიერი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კურიერი, 30 წლამდე ბიჭი, მსუბუქად დაშავდა. ის სასწრაფო-სამადიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.