სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს

2020-12-14 16:22:25

Google მწყობრიდან გამოვიდა.

მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლები Gmail-ზე შესვლას ვერ ახერხებენ. უფასო ელექტრონული ფოსტა მოულოდნელად გაითიშა.

წვდომა შეზღუდულია Google-ის სხვა სერვისებზეც, როგორიცა Google Drive, Google Maps, Google Suite და სხვა.

შეფერხებით მუშაობს Google-ის მფლობელობაში მყოფი YouTube-იც. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.

Downdector-ის ინფორმაციით, პრობლემა 3:39 წუთზე გამოვლინდა.

Google-ის სერვისებზე წვდომას ქართველი მომხმარებლების ნაწილიც ვერ ახერხებს.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები