ამირან გამყრელიძის პროგნოზი

2020-12-14 13:01:58

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.

მომავალი ორი კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ხელოვნური სუნთქვაზე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რადგან როგორც წესი, სიკვდილიანობა 2-3 კვირის ინაცვლებს მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ინფიცირების შემთხვევები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები