დმანისში მცხოვრებ 27 წლის ნიკა სუბელიანს ოჯახის წევრები დაახლოებით ერთი კვირაა ეძებენ.
დაკარგულის ძმა დავით სუბელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ 7 დეკემბერს ნიკა სუბელიანი დმანისიდან თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ნათესავებთან ჩავიდა.
"დმანისიდან ჩამოსული იყო დეიდაშვილთან თბილისში. ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ჟინვალის პოლიციამ დააკავა, ყაზბეგში მიდიოდა. გადმოიყვანეს განყოფილებაში, გადაამოწმეს და რადგან ძებნაზე არ იმყოფებოდა პიროვნება ჯარიმა დაუწერეს და გაუშვეს. პოლიციელებმა რომ აუხსნეს, რომ ყაზბეგისკენ ვერ წავიდოდა, რადგან გზები ჩაკეტილია, ჩემმა ძმამ მათ სთხოვა, რომ მცხეთამდე ჩაეყვანათ. პოლიციელებმა ჩემი ძმა მცხეთაში ჩაიყვანეს, სადაც უთხრა იქ დატოვეს და იმის შემდეგ არ ჩანს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით სუბელიანმა.
მისი ინფორმაციით, დაკარგულ კაცს თან ახლავს იაგტერიერის ლეკვი, დუტის აცვია შავი ფერის კურტკა, სპორტული შარვალი და კედები, ატარებს წვერს და დაახლოებით 1,65-დან 1,70-მდე სიმაღლისაა.
ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით დაკარგულის ოჯახის წევრებს: 599043806