ქუთაისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ცეცხლი ნიკიას ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მეოთხე სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
ცეცხლის ლიკვიდირების შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა უცნობია.