კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-12-13 18:41:31

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათგან 36 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 75 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 30-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. საეჭვო შემთხვევებზე კი ლაბორატორიულ კვლევებზე PCR ტესტების ნიმუშები გააგზავნეს, საიდანაც 6 პაციენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

19 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში" არსებულ ცხელების ზონაში. კლინიკაში აცხადებენ, რომ ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი 22 ადამიანს გაუკეთდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები