კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებისა და მისი პრევენციის მიზნით გერმანიაში 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მკაცრი შეზღუდვები წესდება. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შეზღუდვების დაწესების ბრძანება უკვე გასცა.
დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში ქვეყანაში მუშაობას შეაჩერებს ეკონომიკური საქმიანობის ყველა ობიექტი, მათ შორის მაღაზიების დიდი ნაწილიც. დაიხურება ყველა სკოლა და საბავშვო ბაღიც. რელიგიური ღონისძიებების ჩატარება კვლავ შესაძლებელი იქნება, თუ ისინი ჰიგიენის წესებს დაიცავენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 1 320 592 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 957 500 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 171 კი გარდაიცვალა