როდის განაახლებს რკინიგზა მუშაობას [photo]

2020-12-13 14:29:43

საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით განაახლებს.

მგზავრებს ბილეთების შეძენა ონლაინ უკვე შეუძლიათ. სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მგზავრთა გადაყვანა ყველა წესის დაცვით მოხდება.

"მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება",- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ მატარებლების მოძრაობის განრიგი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები