რუსთაველი ახალგაზრდა მოხალისეები თანამოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ.
ამჯერად, სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილი ჯგუფის "სიკეთე გადამდებიას" წევრები, რუსთაველ შშმ პირებს დაეხმარნენ.
ახალგაზრდებმა 13 ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მიკი-მაუსის ფორმაში გამოწყობილ ანიმატორთან ერთად მოინახულეს.
მოხალისეებმა ბავშვებს ტკბილეული, სათამაშოები და საახალწლო სუვენირები გადასცეს.