საბერძნეთში ქართველი გარდაიცვალა [photo]

2020-12-14 12:12:41

საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა.

40 წლის ხათუნა აზარიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ემიგრანტი ქალი საბერძნეთში ცნობილი ბიზნესმენის ოჯახში დამხმარედ მუშაობდა.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 75 წლის ბიზნესმენი 68 წლის ცოლთან და დამხმარე ქალთან, ხათუნა აზარიაშვილთან, ერთად კუნძული ანტიპაროს პორტში მიდიოდა.

ისინი ანტიპაროდან ათენში ბორნით აპირებდნენ დაბრუნებას. ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ზღვაში გადავარდა.

სამწუხაროდ, ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც გარდაცვლილის დამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ცხედარი ჯერ საქართველოში არ გადმოუსვენებიათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები