2020-12-13 02:08:15
რუსეთში, საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი ჩეჩნეთში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე დაფიქსირდა.