როდის აღდგება წყლის მიწოდება

2020-12-12 18:30:11

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

ქ. რუსთავში, ლერმონტოვის N 3 მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16:30 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ცხრა ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის N1-დან N27-ის ჩათვლით, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწებს და მაჩაბელის ქუჩებს.