ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

2020-12-12 14:18:44

სამართალდამცავებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა, დააკავეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

ამ დროისთვის დაკავების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში არსებულ საქართველოს ბანკის ფილიალში საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით ბადრი ესებუა შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ბადრი ესებუას სამართალ დამცავები ამ დრომდე ეძებენ.