ბიზნესმენები რუსთაველი ოჯახების დასახმარებლად [photo]

2020-12-12 13:39:59

700-ზე მეტი რუსთაველი ოჯახი, რომელთაც პანდემიიდან გამომდინარე დახმარება განსაკუთრებულად ესაჭიროებათ, სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტებს მიიღებს.

დახმარება საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივითა და რუსთაველი ბიზნესმენების შემოწირულობით ხორციელდება.

სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და მოხუცებს, ვეტერანებსა და ასევე ისეთ ოჯახებს გადაეცემათ, სადაც  I და II ჯგუფის ინვალიდები ცხოვრობენ.

სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები დღეს რუსთავის თეატრში შეგროვდა და მათი დარიგება „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებული მოხალისეების საშუალებით უკვე დაიწყო.

დახმარებების გაცემის პროცესს დაესწრნენ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, დეპუტატი და საზოგადოება "რუსთაველების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები