2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2020-12-11 17:48:15

თელავში, ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილია მამა-შვილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყვარელი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და "მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.