კომპანია "ფაინ თრი ინთერნეიშენალმა” რუსთავის მუნიციპალიტეტს „ჰუმანას “ სასურსათო კალათები გადასცა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კალათებს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სასურსათო კალათა 45 ოჯახს გადაეცემა.
"ძალიან შედეგიანი და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა პანდემიის პერიოდში ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და "ფაინ თრი ინთერნეიშენალს” შორის, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია გერმანული, ძალიან ხარისხიანი ბავშვთა კვების ბრენდებისა საქართველოში. ერთობლივად შევარჩიეთ 45 ოჯახი, 3 და მეტი ბავშვით, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ დახმარება და ეს სასურსათო კალათები გადაეცემათ", - აღნიშნა რეხვიაშვილმა.
"ფაინ თრი ინთერნეიშენალის” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბერიძის თქმით, მსგავს სოციალურ აქტივობებს რეგიონში სისტემატიური ხასიათი მიეცემა.
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან რუსთავის ადგილორბივ ხელისუფლებასთან ერთად ვახორციელებთ ამ დახმარებას სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ჩვენ ამას მივცემთ სისტემატიურ ხასიათს", - აცხადებს გიორგი ბერიძე.
45 სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც მოიცავს 156 ბავშვს, გადაეცემა კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია, კერძოდ კი:
100 (ასი) ერთეული Humana რძიანი ფაფა 5 მარცვალი კექსით;
250 (ორას ორმოცდაათი) ერთეული ორცხობილა (Bahlsen);
90 (ოთხმოცდაათი) რძიანი პუდინგი კექსით (შეფუთვა მოიცავს 4 ერთეულს);
10 ერთეული Humana რძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია პანდემიის პირობებში, რეგიონში, კერძოდ ქალაქ რუსთავში, სოციალურ აქტივობას უკვე მეორედ ახორციელებს.
შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მოეწყო, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და კომპანია "ფაინ თრი ინთერნეიშენალის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.